იოანე ბატონიშვილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე,განმანათლებელ-ენციკლდისოპეტ,მწერალი,მეცნიერი და ლექსიკონოგრაფი იყო.ის ქართლ კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12 ის შვილი გახლდათ და მამის გარდაცვალები შემდეგ რუსეთში გადასახლდა.მისი მთავარი ნაწეარმოების ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „კალმასობაა“,რომელშიც გამოვლინდა იოანე ბატონიშვილის მრავალმხრივი განათლება,ცხოვრებისეული გამოცდილება და მხატვრული ნიჭი.თხზულება საკმაო სისრულით ასახავს საქართველოში  მეცნიერული ცოდნის დონეს XVII-XIX ს.ს მიჯნაზე.

აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან.ავტორი უმეტესად თავის დაკვირვებებს გვთავაზობს.განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის,ქართულიო ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. „კალმასობა“ ანუ „ხუმართსწავლა“ ორიგინალური ჯანრის ნაწარმოებია.სიუჟეტის ღერძს ქმნის ორი მთავარი პერსონაჟი -იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი -ზურაბა ღამბარაშვილია.მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი.წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება,დაუზოგავად არის მხილებული მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება.სამღვდელოების ფარისწვლობა.“კალმასობა“არსებითად რეალისტური შემოქმედებითი მეთოდით გამართული ნაწარმოებია,რომელიც ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელ და ახალი ქართული ლიტერატურის პირველ თვალსაჩინო ძეგლად შეიძლება მივიჩნიოდ.

Advertisements